in

ილია თოფურიას ლეგენდის ჯილდო გადასცეს

UFC-ს მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ავტორიტეტული ესპანური გამოცემის, „მარკის“ სპეციალური ჯილდო – MARCA Leyenda მიიღო.

2025 წელს 28 წლის ილია თოფურია UFC-ს მეორე დივიზიონის ჩემპიონი გახდა. მანამდე, 2024 წელს მან ქვემსუბუქი წონის (65კგ) ქამარი მოიპოვა და ერთხელ წარმატებითაც დაიცვა.

2025 წლის ივნისში თოფურიამ შერეული ორთაბრძოლების ბრაზილიელი ლეგენდა ჩარლზ ოლივეირა პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და სწორედ მაშინ დაეუფლა მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონის ტიტულს.

Marca Leyenda არის ჯილდო, რომელსაც გაზეთი „მარკა“ სპორტის ისტორიაში გამორჩეულ ათლეტებს ანიჭებს. მისი დაარსებიდან, 1997 წლიდან დღემდე სპორტის სამყაროსთან დაკავშირებულმა 80-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო ეს ტიტული – მათ შორის კრიშტიანუ რონალდუმ, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ლიონელ მესიმ, ზინედინ ზიდანმა.

ილია თოფურიას შერეულ ორთაბრძოლებში 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ის არ დამარცხებულა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა კატარშია: პსჟ-ს საკონტინენტთაშორისო თასი აქვს მოსაგები

იამალმა მესის აჯობა გაყიდული მაისურებით: გაირკვა როგორ ხიბლავს ლამინი ქალებს