UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ილია თოფურია ასპარეზობას მსუბუქ წონაში გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის პრეზიდენტმა დენა უაითმა დაადასტურა.
“თოფურია გრძნობს, რომ მან ყველაფერი გააკეთა ამ დივიზიაში. მან დატოვა მისი მემკვიდრეობა. მის სხეულს აღარ შეუძლია წონის კლება, ამიტომ თოფურია მსუბუქ წონაში გადაიწევს, მისი ტიტული კი ვაკანტური გახდება”, – განაცხადა უაითმა.
შეგახსენებთ, თოფურიამ საჩემპიონო ქამარი ჯერ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხებით მოიპოვა, შემდეგ კი ჩემპიონობა მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა, დიდი ალბათობით, “მატადორის” მომდევნო მეტოქე ისლამ მახაჩევი იქნება.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings