ძალიან მარტივი გამარჯვება მოიპოვა 1/4 ფინალურ შეხვედრაში ქართველმა რამაზ ზოიძემ (-67 კგ).
ზოიძემ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი აკერ ალ ობაიდი დაამარცხა.
ზოიძემ შეხვედრა ძალიან აქტიურად დაიწყო. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ილეთები მაინცდამაინც ხშირი არ არის, მაგრამ ზოიძე ის ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელიც სანახაობრივად, ეფექტურადდ ჭიდაობს და მაგარ გდებდბს აკეთებს. შეხვედრის დაწყებისთანავე რამაზმა ილეთების კორიანტელი დააყენა მეტოქეს და პირველ 20 წამში 6:0 უპირატესობა მოიპოვა.
მეორე პერიოდიც რამაზის აქტიურობით დაიწყო. აჭარელი ფალავანი კარგად შეეკრა მეტოქეს 4 ქულიანი გდება მოიპოვა და შეხვედრა წმინდა გამარჯვებით დაიწყო.
GIPHY App Key not set. Please check settings