8 თებერვალს, ლიგა 1-ის ოცდამეერთე ტურში პსჟ “მონაკოს” უმასპინძლებს. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე პარიზული გუნდის მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დასმულ კითხვაზე უაპასუხა.
კვარაცხელიას “პარი სენ ჟერმენში” გადმოსვლამდე ერთი თვე არ უთამაშია და ისეთივე სპორტულ ფორმაში არ არის, როგორც მისი პარტნიორები. თქვენი აზრით, როდის იქნება მზად?
ცხადია, როდესაც ფეხბურთელი ახალ გუნდში მოდის, ბევრ ასპექტში ადაპტაცია სჭირდება. ეს საკმაოდ ხანმოკლე პერიოდი იქნება. ჩვენ ის ხანგრძლივვადიანი პროექტისთვის დავიმატეთ. კარგი დინამიკა გვაქვს და არ ვჩქარობთ. ჩვენ არ ვნერვიულობთ.
შეხვედრა “პარკ დე პრენსზე” თბილისის დროით 00:05 საათზე დაიწყება.
–
“პარიზიენი” პსჟ-ის “მონაკოსთან” მატჩის პრევიუში წერს, რომ “პარი სენ ჟერმენის” მწვრთნელი ლუის ენრიკე ძირითად შემადგენლობაში შემტევ სამეულში უეჭველი დააყენებს უსმან დემბელეს და ბრედლი ბარკოლას და დასადგენია მესამის ვინაობა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში არ არის, თამაში სჭირდება, მაგრამ ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში შეიძლება სუპერშემცვლელის როლით დაკმაყოფილდეს და სასტარტოში დემბელესთან და ბარკოლასთან ერთად მარჯვენა ფლანგზე დეზირე დუე იქნება. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია.
პსჟ (სასტარტო): დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ლი, ვიტინია, ნევეში, ბარკოლა, დემბელე, დუე.
სათადარიგოები: საფონოვი, ზაგე, ტაპე, ბერალდო,
კიმპემბე, ერნანდესი, ფაბიანი, მეილიუ, კვარაცხელია, რამუში.
–
საფრანგეთში თასის 1/4-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ის მეტოქის ვინაობა გახდა ცნობილი.
ქართველის გუნდს გაუმართლა და მისი მეტოქე მე-4 ლიგის წარმომადგენელი “სტად ბრიოჩინი” იქნება. დაპირისპირება ერთ მატჩიანი იქნება და პარიზული გუნდი მას გასვლაზე 26 თებერვალს გამართავს.
ინფორმაციისთვის, სხვა მეოთხედიფნალური წყვილები ასე შედგა: “ბრესტი” “დანკირკს”, “კანი” “გენგამს”, ხოლო “ანჟერი” “რეიმსს” დაუპირისპირდება.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings