in

ითამაშებს თუ არა ჩაკვეტაძე?..

“უოტფორდის” მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ მოახლოებულ ტურთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე ილაპარაკა და უპასუხა კითხვას – ითამაშებს თუ არა გიორგი ჩაკვეტაძე უახლოეს უქმეებზე?

“უკვე ვთქვით, რომ გიორგიმ გადაიტანა ზურგის სპაზმი, რამაც მოძრაობის საშუალება მოუსპო. ის ჯერჯერობით არ ვარჯიშობს გუნდთან ერთად, მაგრამ იმედიც მაქვს, მზად იქნება შაბათის მატჩისთვის. ახლა ამის შანსი უფრო მეტია, ვიდრე 50/50-ზე. ვნახავთ, როგორ ჩაივლის პარასკევის ვარჯიში და ამის შემდეგ გვეცოდინება”, – თქვა ქლევერლიმ.

შაბათს, 21 სექტემბერს, “უოტფორდი” სტუმრად ეთამაშება “ნორვიჩს” (დასაწყისი 15:30), ხოლო კიდევ სამ დღეში (24 სექტემბერი) “მანჩესტერ სიტის” უნდა ესტუმროს ლიგის თასის შეხვედრაში.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბარსამ წააგო, ატლეტიკო გამოძვრა: ბაიერი ბაიერნს ბაძავს

დიდი მწვრთნელები, რომლებთაც დიდი ფეხბურთი არ უთამაშიათ: რეიტინგში ჟოზე პირველია