in

ითამაშა ფეხბურთელმა ნაკრებში, უეფა ამისთვის კლუბებს მილიონებს მისცემს

უეფა 240 მილიონ ევროს გამოუყოფს კლუბებს მათი ფეხბურთელების ევრო 2024-ზე და სხვა ტურნირებზე მონაწილეობის გამო.

საუბარია ევროპის ჩემპიონატის როგორც საკვალიფიკაციო ეტაპზე, ასევე ფინალურ ტურნირზე და ერთა ლიგის ორ უახლოეს გათამაშებაზე.

100 მლნ ევრო გათვალისწინებულია 2020/21 და 2022/23 წლების ერთა ლიგაზე მონაწილეობისთვის, ასევე ევრო 2024-ის შესარჩევ ტურნირზე. ეს 30 მლნ ევროთი მეტია წინა 4-წლიან ციკლთან შედარებით.

ცხადია, გარკვეული თანხა ქართულ კლუბებსაც შეხვდებათ. სავარაუდოდ, ყველაზე მეტი ბათუმის „დინამოს“ ერგება, რომელსაც ყველაზე მეტი ფეხბურთელი ჰყავს მივლინებული საქართველოს ნაკრებში.

ევრო 2024-ის ფინალურ ტურნირზე ფეხბურთელების მონაწილეობის გამო კლიუბებისადმი გადასახდელი თანხა კი 140 მლნ ევრიოს შეადგენს (მანამდე იყო 130 მლნ).

ევრო 2020-ის შემდეგ უეფამ ყველა, 55-ვე ასოციაციის 697 კლუბს 200 მლნ ვერო დაურიგა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების Top 10

ნეაპოლში ნაპოლი-ფიორენტინაზე მეტად სამგურალი-ბათუმის დინამოს ელიან