in

ითამაშა ერთი ტაიმი, არ მოეწონა მწვრთნელის ნათქვამი და ადრე წავიდა სტადიონიდან: როგორია რონალდოს პირველი მატჩი

„მანჩესტერმა“ პრემიერლიგის სტარტამდე ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა და 1:1 ითამაშა „რაიო ვალეკანოსთან“. თამაშამდე რონალდომ დაანონსა: „კვირას მეფე ითამაშებს“.

ითამაშა, ოღონდ მეფურად სულაც არა. კრიშტიანო ძირითადში იყო, მაგრამ ერიკ ტენ ჰაგმა შესვენებაზე შეცვალა. პორტუგალიელს შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. პირველი ტაიმის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე ფოტოგრაფებმა მოთამაშეებსა და მწვრთნელს შორის საუბარი დააფიქსირეს. კადრების თანახმად რონალდო მოსმენილით აღფრთოვანებული არ არის.

ის შეცვლითაც დიდად კმაყოფილი არ დარჩენილა. ტვიტერ-ექაუნთ CantonaManc-ის ინფორმაციით, მან სტადიონი მატჩის დასრულებამდე დატოვა.

ამ თამაშამდე ტენ ჰაგი რონალდოს ფიზიკური ფორმით ილუზიებში არ ჩავარდნილა: „ის იქნება შემადგენლობაში. ვნახოთ, რამდენს ითამაშებს“, – ამბობდა ჰოლანდიელი სპეციალისტი.

მეორე დღეს ტენ ჰაგს კითხეს, რამდენად შორსაა რონალდოს ფორმა პრემიერლიგის მატჩებისთვის. მწვრთნელი გულღია იყო: „არ შემიძლია გითხრათ. ახლა ის არ არის სხვა ფეხბურთელების დონეზე, ბევრი გაუცდა. მას სჭირდება მატჩები და ბევრი ვარჯიში“.

რა იქნება?

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართული ტრანსფერები: ტორპედომ ბრაგას ყოფილი მცველი დაიმატა, სამურკასოვი საბერძნეთში წავიდა

ზურიკო და აზაროვი ჩემპიონთა თასის მომგებ გუნდში?