in

ივნისში საქართველო ექსპერიმენტული იქნება: ლიდერები არ ჩამოვლენ – ეროვნული ფეხბურთელებს ახალგაზრდულს დაუთმობს

საქართველოს ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ჯერ თბილისში ფარერის კუნძულებთან (5 ივნისი) და მერე ქუთაისში კაბო ვერდესთან (8 ივნისი). თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ვილი სანიოლი გადახალისებულ შემადგენლობას გამოიყენებდა და რამდენიმე ფეხბურთელს დაასვენებდა, რომელთა ნაცვლად შანსს სხვებს მისცემს.
Geo Team ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველო ამ მატჩებზე ექსპერიმენტული შემადგენლობით გამოვა.

ამ სანაკრებო შეკრებაზე არ იქნებიან: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ახალგაზრდულ ნაკრებს ეხება. არც 21 წლამდელები ითამაშებენ ივნისში ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
ეროვნულ გუნდს არ დაეხმარებიან ისინი, ვინც ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატისთვის ახალგაზრდულში მოხვდებიან.
საუბარია ირაკლი აზაროვზე, საბა გოგლიჩიძესა და ლუკა ლაცაბიძეზე, რომლებიც მარტში ვილი სანიოლმა გამოიძახა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას 30 მაისს ავსტრიაში დაიწყებს. ტურნირი მოგეხსენებათ სლოვაკეთშია, ჩვენები ჯგუფური ეტაპზე პოლონეთს (11 ივნისი), საფრანგეთსა (14 ივნისი) და პორტუგალიას (17 ივნისი) შეხვდებიან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკოს სტრასბურგი იწვევს

ბითაძე კარისთან: გოლდენ სტეიტი ქართველის დამატებას განიხილავს