in

იდეალურია ბალანსია საჭირო: ლუის ენრიკე გუნდს ორი ფინალისთვის ამზადებს

საფრანგეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურიღა დარჩა და უკვე ჩემპიონ პსჟ-ს ამ მხრივ სადარდებელი არაფერი აქვს. მთავარი მწვრთნელის საფიქრალი ახლა დარჩენილი ორი ფინალია – ერთი ქვეყნის თასზე და მეორეც ჩემპიონთა ლიგაზე. ცხადია ფეხბურთელებს დასვენება სჭირდებათ, მაგრამ მეორეს მხრივ ტონუსიდანაც არ უნდა ამოვარდნენ, სანუკვარი ლიგის ფინალი ხომ 31 მაისსაა, ანუ დრო ბევრია.

ამ საკითხებზე ისაუბრა კიდეც პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე, რომელიც „მონპელიესთან“ 33-ე ტურის მატჩამდე გამართა.

ლუის ენრიკე:

„გვაქვს კონკრეტული გეგმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ. ეს დაფუძნებულია იმაზე, თუ რამდენი ითამაშა ფეხბურთელმა სეზონში. აუცილებელია, ვიპოვოთ იდეალური ბალანსი, რათა ორივე ფინალს მზადყოფნაში შევხვდეთ.
ყველას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. დასვენება აუცილებელია, განსაკუთრებით ფსიქოლოგიური კუთხით, თუმცა მხოლოდ დასვენების დღეები არ კმარა, საჭიროა ვარჯიშების სწორად დაგეგმვა და სათამაშო დროის განაწილება.

ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მოსამზადებლად უკეთესი არ არსებობს, ვიდრე კიდევ ერთი ფინალის ჩატარება ერთი კვირით ადრე. ვფიქრობ, კალენდარი იდეალურია“.

პსჟ „მონპელიეს“ დღეს ეთამაშება, 17 მაისს ბოლო ტურში „ოსერს“ შეხვდება. 24 მაისს კი საფრანგეთის თასის ფინალი ელოდება „რეიმსთან“.

ფრანგული პრესის ვარაუდით, დღევანდელ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია თადაროიგში იქნება, ძირითადის ბევრი სხვა ფეხბურთელი კი ლუის ენრიკემ მატჩზე საერთოდ არ წაიყვანა.
დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგის ფინალის ძირითად შემადგენლობას სწორედ ნახსენები ერთი კვირით ადრე, 24 მაისს სათასო ფინალში დააყენებს. თან ტონუსია, თან მოსაგებია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო მე-4 კალათაში: მსოფლიოს წილისყრა სამშაბათსაა