in

იგუაინმა კარიერა დაასრულა

ცნობილმა არგენტინელმა ფორვარდმა, გონსალო იგუაინმა 34 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა. მოთამაშე, რომელიც არაერთგზის გამხდარა ქილიკისა და ირონიის საგანი. ხშირად დაუფასებელი, მუნდიალის ფინალში გაცუდებული მომენტისა და ზოგადად არასტაბილური სანაკრებო ბატალიის ფონზე, ათვალწუნებული, მაგრამ ამინც ძალიან მაღალი კლასის მქონე ფორვარდი.

მისი “ინტერ მაიამი” MLS-ის პლეი-ოფის 1/8-ფინალში გასვლაზე “ნიუ-იორკ სიტისთან” 0:3 დამარცხდა, რაც “პიპიტასთვის” პროფესიონალურ კარიერაში ბოლო შეხვედრა გამოდგა.

იგუაინი “რივერ პლეიტის” აღზრდილია. მას ისეთ დიდ გუნდებში უთამაშია, როგორებიც “რეალი”, “ნაპოლი”, “იუვენტუსი”, “მილანი” და “ჩელსია”.

თავისი ბოლო მატჩის დასრულების შემდეგ გონსალომ ცრემლები ვერ შეიკავა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შევჩენკომ მსოფლიოს უკრაინის მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა!

სადილზე სერია ა-ს პრინცთან, კვარაცხელიასთან წავიდოდი: იტალიელ შოუგოგოს ხვიჩა შეუყვარდა