in

იგივე მინდა ჩემი ფეხბურთელებისგან: ვილი სანიოლი კვიპროსთან რთულ მატჩს ელოდება

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩს ითამაშებს ხვალ ჯგუფის აუტსაიდერ და ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ კვიპროსთან. ტაილანდთან ამხანაგურ შეხვედრაში (8:0) პოზიტიური განწყობის შემქმნელი საქართელოს ჯგუფში მეორე მატჩის მოგებას ეცდება და ფავორიტიცაა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მატჩისწინა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და კვიპროსის ნაკრებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

ვილი სანიოლი:

„ტაილანდთან თამაშის სტარტით ძალიან მოხარული ვიყავი, რადგან მიმაჩნია, რომ საწყისი წუთები ყველაზე მნიშვნელოვანია. მოთამაშეებმა ინტენსიურად იმუშავეს, თუმცა კვიპროსი სულ სხვა გუნდია და სხვა სტილის მატჩი იქნება. ამის მიუხედავად, ზუსტად იგივე ინტენსივობა მინდა ჩემი მოთამაშეებისგან. ძალიან რთული სექტემბერი გვქონდა და მნიშვნელოვანი იყო თავდაჯერებულობის დაბრუნება, თუმცა ზედმეტი თავდაჯერებულობაც არასდროს არის კარგი.

შენგელია ბუნებრივად მარჯვენა შემტევია, თუმცა ჩვენ ასე არ ვმოქმედებთ, ამიტომ მან ტაილანდთან მარცხნივ ითამაშა და ბევრიც იშრომა. გასულ წელს, მან პოზიტიური ცვლილება განიცადა და ივნისშიც ამიტომ იყო ჩვენთან ერთად. კარგია, რომ ირაკლი აზაროვს ამ პოზიციაზე კონკურენტი გამოუჩნდა.

რთული მატჩი იყო კვიპროსზე, თუმცა თანამედროვე ფეხბურთში მარტივი თამაშები აღარ არსებობს. დიდ და პატარა გუნდებს შორის სხვაობა მცირდება. სტუმრად გამართულ მატჩში გამარჯვება კარგი იყო, თუმცა ხვალაც ისეთივე რთულ მატჩს ველოდები, როგორც ივნისში. ვეცდებით ნაკლები შეცდომები დავუშვათ. ჩვენი დავალებაა მათ წარმატებაში ხელი შევუშალოთ.

რაც შეეხება კუტალიას. ყოველ ჯერზე შემადგენლობის გამოძახებისას ჩნდება კითხვები. ვუყურე მის ბოლო თამაშებს, ბევრიც გაიტანა, თუმცა ამჟამად ვფიქრობ, რომ აქ მყოფი მოთამაშეები უფრო დამეხმარებიან გამარჯვებაში. ეროვნული ნაკრების კარი დახურული არავისთვისაა. 40 მოთამაშის დასმა რომ შემეძლოს სათადარიგოთა სკამზე, აუცილებლად დავსვამდი, თუმცა არ შემიძლია“.

გიორგი ქოჩორაშვილი:
„აქამდე ესპანეთის მესამე ლიგაში ვთამაშობდი და ძალიან რთული გზა გავიარე, თუმცა ეს გზა დამეხმარა ისეთ ფეხბურთელად გახდომაში, როგორიც ახლა ვარ. ნაკრების მაისურის ჩაცმა დიდი მუხტი და დიდი პასუხისმგებლობაა.
ესპანეთთან მატჩის შემდეგ, ჩემი გუნდელები გაკვირვებული დარჩნენ ჩვენი გულშემატკივრობით. მათ აღნიშნეს, რომ მაგარი სტადიონი გვაქვს და ყველას ოცნებაა, რომ აქ ჩამოვიდნენ და ითამაშონ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდო ყველაზე ფულიანი ფეხბურთელია

ვეცდებით პირველი ქულები თბილისში მოვიპოვოთ: თემურ ქეცბაიას საქართველო არ უნდოდა