in ,

იბრა სან-რემოს ფესტივალსა და ფეხბურთს შორის იხლიჩება: 6 დღეში 4 მუსიკალური საღამო და 2 თამაშია

თუკი არის ვინმემ ისეთიც, ვინც არ იცის, სან-რემოს ფესტივალი – იტალიის მთავარი მუსიკალური კონკურსია. ფესტივალზე ყოველ წელს საუკეთესო კომპოზიციებს წარადგენენ. გამარჯვებულთა შორის კი ისეთი სახელებია, როგორიცაა – ტოტო კუტუნიო, ადრიანო ჩელენტანო, ეროს რამაზოტი, ანდრეა ბოჩელი და სხვები. გასულ წელს კონკურსის ტრანსლირებას თვალს 50 მილიონი ადამიანი ადევნებდა, რაც იტალიისთვის ნამდვილად კოსმიური ციფრია.

სან-რემოს ნაწილად ყოფნა ძალიან პრესტიჟულია და მასში მონაწილეობა ფეხბურთელებსაც არაერთხელ მიუღიათ. მაგალითად, გასულ წელს დარბაზში კრიშტიანო რონალდო გამოჩნდა, მისი საცოლე ჯორჯინა როდრიგესი კონკურსის ერთ-ერთი წამყვანი იყო. სხვადასხვა დროს კი საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ – ალესანდრო დელ პიერო, ფრანჩესკო ტოტი და რობერტო ბაჯო.

This image has an empty alt attribute; its file name is rue40475f4a27.jpg


თუმცა, ის რის გაკეთებასაც იბრაჰიმოვიჩი აპირებს, საფეხბურთო სამყაროდან ვერავინ შეძლო. ზლატანი კონკურსის 4 საღამოს სცენაზე გაატარებს და არც ერთ დღეს არ გამოტოვებს. თუ რის გაკეთებას აპირებს ფეხბურთელი, მკაცრადაა გასაიდუმლოებული, ერთადერთი, რაც პრესაში გაიპარა, არის ის, რომ იბრა სინიშა მიხაილოვიჩთან დუეტში იმღერებს.
„ცხოვრებაში ყველაზე ცუდად ორი რამ გამომდის: სიმღერა და ცეკვა. ზლატანიც საშინლად მღერის. სხვა თუ არაფერი, ხალხი გაიცინებს მაინც“ – თქვა „ბოლონიის“ მწვრთნელმა.


ზლატანის საფესტივალო გეგმების შესახებ „მილანმა“ ჯერ კიდევ ზაფხულში, ახალი კონტრაქტის გაფორმების დროს იცოდა. იბრაჰიმოვიჩისთვის განსაკუთრებული სავარჯიშო გეგმა შეიმუშავეს, მას ერთი კვირაში 1000 კილომეტრზე მეტის გავლა მოუწევს, სამაგიეროდ ყველაფერს მოასწრებს.

იბრას ერთი კვირა ასე გამოიყურება:

28 თებერვალი: მატჩი „რომასთან“;
1 მარტი: მილანელოში ვარჯიში;
2 მარტი: ტრანსფერი სან-რემოსკენ ავტომობილით (270 კმ), ფესტივალის პირველი საღამო;
3 მარტი: ტრანსფერი მილანში ავტომობილით (270 კმ), გუნდის შეკრება, თამაში „უდინეზესთან“;
4 მარტი: ვარჯიში მილანელოში, ტრანსფერი სან-რემოში ავტომობილით (270 კმ), ფესტივალის მესამე საღამო.
5 მარტი: ვარჯიში რივიერაში, ფესტივალის მეოთხე საღამო;
6 მარტი: ვარჯიში რივიერაში, ფესტივალის მეხუთე საღამო;
7 მარტი: ტრანსფერო ვერონაში თვითმფრინავით (352 კმ), მატჩი „ვერონასთან“.

ზოგიერთი წყარო იუწყება, რომ მილანიდან სან-რემოსკენ გზას ზლატანი არა ავტომობილით, არამედ ვერტმფრენით გაივლის.

რთული სათქმელია, თუ რა გავლენას მოახდენს ასეთი გადატვირთული პროგრამა იბრაჰიმოვიჩის თამაშზე. თანაც ბოლო დროს „მილანს“ საქმე არც თუ კარგად მისდის, არცერთი მოგება ბოლო 4 მატჩში და სერია A-ში პირველი ადგილიც დაკარგა (თუმცა გუშინ საღამოს “მილანმა”სტუმრად “რომას” მოუგო). ასეთ სიტუაციაში გუნდს ზლატანი ძალიან სჭირდება და სან-რემოს გამო ფაბიო კაპელომ ის უკვე გააკრიტიკა.

„მას უბრალოდ უნდოდა იქ წასვლა. თუმცა ის ხომ პროფესიონალია, ამიტომ ვარჯიშებს ძალიან სერიოზულად უნდა ეკიდებოდეს. ჩემი აზრით, ყველაფერი მარტივია. მას კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს და ფულსაც იღებს. „მილანის“ ადგილას რომ ვიყო, ზლატანს ამის უფლებას არ მივცემდი“.

ფეხბურთელს სან-რემოს ფესტივალი ყოველი დღისთვის 50 ათას ევროს გადაუხდის. სპონსორების ფულთან ერთად საბოლოო თანხა დაახლოებით მილიონი ევრო გამოდის.
ვინ იცის, იქნებ ფესტივალის ენერგია შვედს დაეხმაროს და მატჩებზე სასწაულები მოახდინოს, ან იქნებ პირიქითაც მოხდეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დიდი სუმო ჰარუ ბაშოთი ბრუნდება – ტოჩინოშინი სამი საფეხურით დაქვეითდა

ნატალია ოთხმეზური აშშ-ს იპყრობს: მეექვსე საუკეთესო შედეგი ლიგაში