in

იბერია ხელმეორედ გაბრწყინდა: საქართველოს ახალი ჩემპიონი ჰყავს

CREATOR: gd-jpeg v1.0 (using IJG JPEG v62), quality = 90

თბილისის „იბერიამ“ ეროვნული ლიგის 35-ე ტურში „გაგრა“ 2:1 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა: ისტორიაში მეორედ. პირველად 2018 წელს გაჩემპიონდნენ.

თბილისელების კონკურენტმა ქუთაისის „ტორპედომ“ თამაში წააგო და „იბერიას“ ჩემპიონობისთვის ქულაც ჰყოფნიდა.

35 ტურის შემდეგ „იბერიამ“ 74 ქულა დააგროვა, ქუთაისის „ტორპედო“ (67 ქულა) და გორის „დილა“ (65) ვეღარ დაეწევიან.

“იბერია 1999”-ს სეზონის პირველ ნახევარში გიორგი მიქაძე წვრთნიდა, ზაფხულიდან კი ლევან კორღალიძე ჩაუდგა სათავეში.

გორის „დილამ“ ბათუმში „დინამო“ 2:0 დაამარცხა და დიდი შანსი აქვს, რომ სეზონი საქართველოს ვიცე-ჩემპიონის რანგში დაასრულოს.

წყალტუბოს „სამგურალმა“ „ტორპედო“ 2:1 დაამარცხა და ლიგაში ადგილი უკვე შეინარჩუნა, ფოთის „კოლხეთსა“ და „დინამო თბილისს“ ეს ამოცანა ჯერ კიდევ გადასაჭრელი აქვთ.

საგარეჯოს „გარეჯმა“ ეროვნული ლიგა 2-ის ბოლოსწინა ტურში ხობში „კოლხეთი“ 3:2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ეროვნულ ლიგაში ითამაშებს.

საქართველოს ჩემპიონები

19 – დინამო თბ (1990, 1991, 1991-92, 1992-93, 1993-94, 1994-95, 1995-96, 1996-97, 1997-98, 1998-99, 2002-03, 2004-05,
2007-08, 2012-13, 2013-14, 2015-16, 2019, 2020, 2022)

4 – ტორპედო (1999-2000, 2000-01, 2001-02, 2017)

2 – იბერია 1999 (2018, 2024)

2 – ვიტ ჯორჯია (2003-04, 2008-09)

2 – რუსთავი (2006-07, 2009-10)

2 – ზესტაფონი (2010-11, 2011-12)

2- დინამო ბათუმი (2021, 2023)

1 – სამტრედია (2016)

1 – დილა (2014-15)

1 – სიონი (2005-06)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიტე საუკეთესოა, ჩვენი მეკარეები დაფრინავენ – როგორ ითამაშეს ლეგიონერებმა

Where to Purchase Abilify: A Comprehensive Guide