კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში „იბერია 1999“ სტუმრად, ტირანაში „პარტიზანს“ დაუზავდა – 0:0.
თბილისში ჩვენს გუნდს 2:0 ჰქონდა მოგებული, შესაბამისად ნულოვანი ფრე სრულიად მისაღები შედეგია და მომდევნო ეტაპზე, ანუ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერია“ გავიდა, სადაც თურქულ “ბაშაქშეჰირს” დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე 8 აგვისტოს გაიმართება, საპასუხო კი 15 აგვისტოს სტამბოლში.
პირველი თამაშიდან და მუქარანარევი ტონიდან გამომდინარე საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ ალბანელები ძალიან უხეშობდნენ. ჯერ კოხრეიძე მოცელეს, მერე მამაგეიშვილს მცველმა სახეში ხელი მოარტყა.
თბილისელებს 45-ე წუთზე გატანა შეეძლოთ, მაგრამ ხელსაწყრელ პოზიციაზე მყოფმა სიხარულიძემ ბურთი ძელს მოარტყა.
მეორე ტაიმში „პარტიზანმა“ დიდი ძალებით შემოგვიტია, თუმცა გატანა ისევ ჩვენ შეგვეძლო: მე-60 წუთზე მამაგეიშვილის დარტყმა მეკარემ მოიგერია. მერე შეიკნე სილას შეეძლო „იბერიის“ დაწინაურება, მაგრამ ისევ მასპინძელთა მეკარემ იყოჩაღა.
საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში „იბერია“ სრულიად დამსახურებულად გავიდა მომდევნო ეტაპზე და და ერთადერთი ქართული გუნდია, რომელიც ევროსეზონს შემორჩა.
კონფერენსლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
1 აგვისტო. ელბასანი. “ელბასან არენა”. 2 000 მაყურებელი
პარტიზანი (ტირანა) – იბერია 1999 (თბილისი) 0:0
პირველი მატჩი: 0:2
იბერია: მაკარიძე, კაპანაძე, აგიაკვა, ჯგერენაია, ჯინჯოლავა, ქარდავა (90+3. დადიანი), კოხრეიძე (64. ო. მამაგეიშვილი), ნონიკაშვილი, ი. ტაბატაძე (80. მამაცაშვილი), გ. მამაგეიშვილი, სიხარულიძე (65. სილა)
მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
გაფრთხილება: ზეკა (3), ბუჯელაი (11), ზგურო (36), ჯგერენაია (60), კაპანაძე (76), გ. მამაგეიშვილი (90), გეიე (90+5)
ორგეს შეჰი („პარტიზანის“ მწვრთნელი):
„ორივე მატჩი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. პირველმა მეორემ განაპირობა. ჩვენი ყველაზე დიდი დაბრკოლება პირველი მატჩია. პირველი გოლი და წითელი ბარათი თავიდან უნდა აგვეცილებინა. დღეს კი ბიჭებს კომპლიმენტი ვუთხარი…“
GIPHY App Key not set. Please check settings