კონფერენს ლიგის მეორე შესარჩევი ეტაპის განმეორებით მატჩში თბილისის „იბერიამ“ ესტონურ „ლევადიას“ უმასპინძლა, 2:2 ითამაშა და ორი მატჩის ჯამში გავარდა (2:3).
საქართველოს ჩემპიონი ტალინში 0:1 დამარცხდა. თბილისში კი 2:1 მოიგო და საქმე დამატებით დროში გადავიდა, სადაც უფრო იღბლიანები სტუმრები აღმოჩნდნენ.
ტემპი მაღალი, თამაში კი სანახაობრივი არ ყოფილა, რაც ალბათ სიცხისგან იყო გამოწვეული, თუმცა უპირატესობა „იბერიას“ ჰქონდა, მომენტებსაც ქმნიდა და გოლიც უნდა გაეტანა, რომელიც ტაიმის ბოლოსკენ გავიდა: მე-40 წუთზე გიორგი ტაბატაძემ მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა, სადაც გურამ გოშთელიანმა თავით დაარტყა, მცველებს დაასწრო და ანგარიში გახსნა.

შესვენების შემდეგ ესტონელებმა ანგარიში ეგრევე გაათანაბრეს. 48-ე წუთზე ესპანელმა ლეგიონერმა, მწვრთნელის შვილმა, კარლოს ტორეს რამირესმა საჯარიმოსთან ბურთი მიიღო და ზუსტად დაარტყა – 1:1.
„იბერია“ ბოლო წუთებზე მთელი გუნდით უტევდა და შანსებიც მიეცა, გოლი კი 87-ე წუთზე გაიტანა. ისევ გიორგი ტაბატაძის ჯარიმიდან ჩაწოდების შემდეგ, წინ გამოსული მეკარე შეცდა დერეკ აგიაკვამ თავით ცარიელ კარში შეაგორა.
დამატებით დროში ერთი გოლი გავიდა, რომელიც 109-ე წუთზე რობერტს კირსმა გაიტანა – 2:2.
მეტოქის პატივისცემის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ ასეთ თამაშებს არ უნდა ვაგებდეთ და ქართულ კლუბებს, მით უმეტეს ჩემპიონს, ესტონური ბარიერის გადალახვა უნდა შეეძლოთ.

კონფერენსლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი (I მატჩი 0:1)
იბერია – ლევადია 2:2 (2:1 ძ.დ. – 2:3 საერთო ანგარიში)
გოლები: 1:0 გოშთელიანი (40. გ. ტაბატაძის პასით), 1:1 ტორესი (48. ტურის პასით), 2:1 აგიაკვა (87. გ. ტაბატაძის პასი), 2:2 კირსი (109. ალეშანდრეს პასით)
იბერია: მაკარიძე, ზოჰური (73. ქვარცხავა), აგიაკვა, ჯგერენაია, გ. ტაბატაძე (102. ამისულაშვილი), ქარდავა (90+6. ვრბანეცი), გოშთელიანი (73. სიხარულიძე), დადიანი (62. კლასი), სილაგაძე, ი. ტაბატაძე, ძაგანია (62. რუშევიჩი)
გაფრთხილება: გ. ტაბატაძე (33), ტური (50), ჟოაო პედრო (84), ი. ტაბატაძე (90+6), ალეშანდრე (112), ვალნერი (116)
GIPHY App Key not set. Please check settings