კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „იბერია 1999“ შინ „ბაშაქშეჰირთან“ მატჩის მიწურულს დამარცხდა – 0:1.
თამაში ასე თუ ისე თანაბარი იყო, შესაძლოა მცირე უპირატესობა სტუმრების მხარეს იყო, თუმცა მომენტები ბევრი არ ყოფილა.
მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, შეცვლაზე შესული მამაცაშვილის დარტყმულიმეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი სილამ ვერ შეძლო გატანა. სამაგიეროდ, 87-ე წუთზე სტუმრებმა მოახერხეს გატანა, როდესაც მაკარიძესთან პირისპირ აღმოჩნდა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა და მშვიდად გაუშვა ბურთი კუთხეში.
უნდა ითქვას, რომ თბილისელებმა ძლიერ თურქულ კლუბს სათანადო წინააღმდეგობა გაუწიეს, არ შეუშინდნენ და იბრძოლეს, მაგრამ სამწუხაროდ მეტოქემ მიზანს მაინც მიაღწიეს.
განმეორებითი მატჩი 15 აგვისტოს სტამბოლშია.
კონფერენსლიგა. III საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
იბერია 1999 (თბილისი) – ბაშაქშეჰირი (სტამბოლი) 0:1
08.08. თბილისი. მიხეილ მესხი. 9 000 მაყურებელი
გოლი: 0:1 დავიდსონი (87. ერგიუნის პასით)
იბერია: მაკარიძე, კაპანაძე, აგიაკვა, ჯგერენაია, ჯინჯოლავა, ქარდავა, ნონიკაშვილი (90+2. სიხარულიძე), კოხრეიძე (74. ო. მამაგეიშვილი), ი. ტაბატაძე (80. მამაცაშვილი), გ. მამაგეიშვილი, სილა
მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
გაფრთხილება: სილა (21), შაჰინერი (21), პიონტეკი (45), ერგიუნი (45+2), ნონიკაშვილი (51)
თამაშის დაწყებამდე მაგარი რამ მოხდა. “მიხეილ მესხზე” შეკრებილი გულშემატკივრების წინაშე ოქროს მედლით წარსდგა ჩვენი გმირი, უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური…
GIPHY App Key not set. Please check settings