in

იანისის სამმაგი დუბლი: მამუკელაშვილმა მხოლოდ 46 წამი ითამაშა

გამთენიისას, ოკეანის გადაღმა NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. სანდრო მამუკელაშვილის “მილუოკი ბაქსი” “ნიუ იორკ ნიქსს” ესტუმრა და 112:97 დაამარცხა.

“მილუოკიმ” თავიდანვე დიდი უპირატესობა მოიპოვა. ბრწყინვალე იყო ბერძენი იანის ანტენტოკუნმპო, რომელმაც მიმდინარე სეზონში პირველი სამმაგი დუბლი მიითვალა – 20 ქულა, 10 მოხსნა და 11 პასი.

სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე მხოლოდ 46 წამი გაატარა და ამ დროის განმავლბაში განსაკუთრებული ვერაფერი მოასწრო.

“მილუოკი ბაქსს” 18 მოგება და 10 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას “ბაქსი” 14 დეკემბერს “ბოსტონ სელტიქსთან” გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბაიერნი ჩემპიონი გახდება და იულიან ახალგაზრდა – XV ტური

პენალტის დღე – XVI ტური