in

იანვრის TOP 10 ჩხუბში ჭიკაძისა და თოფურიას ბრძოლები მოხვდა

MMA-ს ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა გამოცემა Sherdog.com-მა იანვარში გასამართი ტოპ 10 ბრძოლა გამოარჩია, რომელთა შორისაც ორი ქართველის: გიგა ჭიკაძისა და ილია თოფურიას ჩხუბებიც მოხვდა.

შეგახსენებთ, “ქართველ ნინძად” წოდებული გიგა ჭიკაძე 15 იანვარს ლას ვეგასში UFC FIGHT NIGHT 200ის ივენთზე წონის მეხუთე ნომრის კელვინ ყატარის წინააღმდეგ იჩხუბებს და გამარჯვების შემთხვევაში სატიტულო ბრძოლაში მონაწილეობის უფლებას მიიღებს.

“ქვემმსუბუქი წონითი კატეგორიის ერთ-ერძთი გამორჩეული ბრძოლა კელვინ კატარსა და გიგა ჭიკაძეს შორის შედგება. კატარს, რომელიც მაქს ჰოლოუესთან განცდილი მარცხის შემდეგ, ოქტაგონზე არ გასულა, წონის გამორჩეულ სტრაიკერს გიგა ჭიკაძეს დაუპირისპირდება. ჭიკაძეს ზედიზედ 9 გამარჯვება აქვს და ის სატიტულო ბრძოლაში მონაწილეობის მიღების შანსს ელის”, – წერს გამოცემა.

მეორე ქართველი კი, რომლის ბრძოლაც იანვრის ბრძოლების ტოპ 10-შია ილია თოფურიას შეხვედრაა.

ილია 23 იანვარს კალიფორნიაში UFC 270-ის ივენთზე მუსა ევლოევს დაუპირისპირდება. თოფურიას კარიერაში 11 შეხვედრა აქვს გამართული, რომელთაგანაც ყველა მოიგო (მათ შორის 10 ნოკაუტით).

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყველაფერი ქალაქელებისთვის – XXI ტური

ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა: საუკუნის სპორტსმენი და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი 76 წლის იყო