in

იამალმა მესის აჯობა გაყიდული მაისურებით: გაირკვა როგორ ხიბლავს ლამინი ქალებს

2025 წლის ბოლომდე ორი კვირა რჩება და ალბათ დროა გავიგოთ, ვინ რჩება ევროპელ გულშემატკივრებს შორის ყველაზე დიდ საფეხბურთო კერპად.
ამისთვის გაყიდული მაისურების რაოდენობა შესანიშნავი არგუმენტია.

Score 90-ის მიხედვით, გულშემატკივრებს წელს ახალი კერპი ჰყავთ. ბევრი მაშინვე გამოიცნობს – ეს ლამინ იამალია. მისი მაისურების ოფიციალურმა გაყიდვებმა 1.3 მილიონს გადააჭარბა.

ტოპ 10:

1. ლამინ იამალი (ბარსელონა) – 1.32 მილიონი;
2. ლიონელ მესი (ინტერ მაიამი) – 1.28 მილიონი;
3. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 1.11 მილიონი;
4. კილიან მბაპე (რეალი) – 1.02 მილიონი;
5. ვინისიუსი (რეალი) – 0.992 მილიონი;
6. ჯორჯიან დე არასკაეტა (ფლამენგო) – 0.975 მილიონი;
7. კრიშტიანო რონალდო (ალ ნასრი) – 0.925 მილიონი;
8. ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერი) – 0.878 მილიონი;
9. ჰარი კეინი (ბაიერნი) – 0.867 მილიონი;
10. როდრიგო (რეალი) – 0.798 მილიონი.

ნიკი ნიკოლთან დაშორების შემდეგ ლამინ იამალის გარშემო არსებული სასიყვარულო ისტორია ჩაცხრა, თუმცა ახლა ესპანელის პირადი ცხოვრებიდან ახალი დეტალები ამოტივტივდა.

ამჯერად, ყურადღების ცენტრში ესპანელი ბლოგერი კარლა აიში და მისი Batmowli პოდკასტში გამოჩენა მოხვდა.

აიში ამტკიცებს, რომ მას ცნობილი ფეხბურთელი დაუკავშირდა და შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით, გაუგზავნა ფოტო, რომელშიც ბანკნოტების გროვა და Louis Vuitton-ის ჩანთა იყო.

მიუხედავად იმისა, რომ აიქსმა პირდაპირ არ დაასახელა იამალი, კომენტარები შესაძლოა სწორედ ესპანელ ბიჭუნაზე მიუთითებდეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ილია თოფურიას ლეგენდის ჯილდო გადასცეს