ლამინ იამალმა გაამხილა, რომ დედას სახლი უყიდა.
„მე ისეთ ბინაში გავიზარდე, სადაც სამზარეულო და საძინებელი ერთ ადგილას იყო.
დედას ვკითხე, რომელ უბანში სურდა ცხოვრება და ის ავირჩიე, რომელიც მას მოსწონდა. იქ ყველაფერია, რაც კი შეიძლება სურდეს. ის ჩემი დედოფალია, ყველაზე ძვირფასი, რაც გამაჩნია.
ვხედავ, რომ დედაჩემი ბედნიერია, ვხედავ, რომ ჩემს ძმას შეუძლია ჰქონდეს ის ბავშვობა, რაზეც მე ვოცნებობდი და ეს ყველაზე ბედნიერს მხდის“, – თქვა „ბარსელონას“ ვინგერმა პოდკასტში Resonancia de Corazón..
GIPHY App Key not set. Please check settings