იამაიკის ქალთა საფეხბურთო ნაკრების პირველი მეკარე საქართველოში, უფრო კონკრეტულად სოხუმის “დინამოს” შემადგენლობაში ითამაშებს.
ინფორმაციას კლუბის ოფიციალური Facebook გვერდი ავრცელებს. კრის ენ ჩემბერსი სოხუმის “დინამოს” “uwi fc”-დან შეუერთდა, სადაც 2012 წლიდან ასპარეზობდა. ჩემბერსს იამაიკის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული.
იგი იამაიკის 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი იყო. სოხუმის “დინამოს” ქალთა გუნდმა შარშან მე-2 ლიგაში 8 მატჩიდან ყველა მოიგო და უმაღლეს დივიზიონში აღზევდა.
GIPHY App Key not set. Please check settings