in

იაკობ ქაჯაია ოლიმპიადის ფინალშია და უძლიერეს კუბელს შეხვდება

არის კიდევ ერთი გარანტირებული მეექვსე მედალი ქართულ დელეგაციას. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია ოლიმპიადის ფინალშია. ნახევარფინალში წყალტუბოელმა ფალავანმა ჩილეს სახელით მოასპარეზე იასმან აკოსტა ფერნანდესი ურთულეს ბრძოლაში დაამარცხა.

პირველ პერიოდში მსაჯმა შემჩნევა ქაჯაიას მისცა, მაგრამ ჭიდაობის პარტერში გადაყვანას დგომში გაგრძელება არჩია, რაც არ იყო გამართლებული, რადგან ქართველმა მეტოქეს არაფრის გაკეთების საშუალება არ მისცა.
მეორე პერიოდში პირველი შემჩნევმა მსაჯმა ჩილელს მისცა, მაგრამ ქაჯაია ჩოგჯენში არასწორი შესვლისთვის დაადანაშაულა და პარტერში უპირატესობა არ მისცა.

დარჩენილ დროში მსაჯმა ქაჯაია ისევ გააფრთხილა, მაგრამ იაკობმა შეხვედრა სწორედ წარმართა და საბოლოოდ ბოლოს მოპოვებული ქულის უპირატესობით გამარჯვება და ფინალის საგზური იაკობ ქაჯაიას დარჩა.

ფინალში ქართველი ფალავანის მეტოქე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, 2015 წლის შემდეგ დაუმარცხებელი 38 წლის კუბელი ნუნიეს ლოპესი იქნება.

ფინალი ხვალ შედგება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იანისი წარსულია, მამუ მომავალი: მილუოკის ფანების გამოხმაურება დრაფტის შემდეგ

ალექსანდრ ზვერევი ოლიმპიური ჩემპიონია