in

თქვენმა მხარდაჭერამ გაგვაძლიერა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა: ეს დიდი დასაწყისი უნდა იყოს!

თავისუფლების მოედანზე გამართულ საქართველოს ნაკრების დაჯილდოვების ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ნაკრების კაპიტანი და გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა განსაკუთრებული მხარადაჭერისთვის.

გურამ კაშია:

„თქვენ გვერდით დგომას ყოველთვის ვგრძნობთ და მინდა, კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ. თქვენმა მხარდაჭერამ გაგვაძლიერა, საკუთარი თავის რწმენა და თავდაჯერება შეგვმატა.

ბედნიერი ვარ, რომ ამდენ გახარებულ ადამიანს ვხედავთ. მიხარია, რომ ჩვენმა თამაშმა ასეთი ემოცია მოიტანა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის და მინდა, ვთქვა, რომ ეს არ უნდა იყოს რაიმეს დასასრული, არამედ ეს უნდა გახდეს დიდი საქმის დასაწყისი“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იმედია ამავე შედეგით კიდევ ავალთ სცენაზე: მადლობა საქართველო!

კოპა ამერიკაზე 1/4 ფინალური წყვილები დაწყვილდნენ