in

თუ ჯერ საქართველო არ გინახავთ, მოემზადეთ… ალბანეთს ჩვენთან თამაში სიამოვნებს და თან ფრთხილობს

საქართველოს ნაკრებს დღეს საღამოს კიდევ ერთი რთული გამოცდა ელის, თუმცა ჩვენს ქომაგებს მხოლოდ წარმატება თუ დააკმაყოფილებს ისეთ მადაზე მოვედით. თუმცა მეტოქე ძალიან ანგარიშგასაწევია. ალბანეთიც ჩვენსავით აღმავლობის გზაზეა, ევროპის ჩემპიონატზეც მშვენივრად გამოვიდა და ერთა ლიგის პირველ ტურშიც ულაპარაკოდ მოუგო უკრაინას.

მატჩის წინ ალბანეთის ნაკრების ბრაზილიელმა თავკაცმა პრესკონფერენცია გამართა.

სილვინიო:

„საქართველოს ნაკრები ძალიან დაბალანსებული გუნდია და ყველაფერია მოსალოდნელი. უკრაინა ძლიერია, ჩეხეთი – ძალიან ძლიერი, ხოლო საქართველო თუ ჯერ არ გინახავთ, მოემზადეთ – ფიზიკურად და ტექნიკურად ძლიერი გუნდია.

მათ შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ, რომელმაც ბევრი იშრომა, რომ გუნდი ამ დონეზე აეყვანა.

ვფიქრობ, სავსე სტადიონზე ძალიან კარგი მატჩი იქნება. ჩვენ მოგვიწევს 100 კმ/სთ-ში სიჩქარით თამაში, თუ გვსურს შედეგს მივაღწიოთ.

თუ დავინახეთ, რომ მოთამაშე 100%-ით მზად არ არის, შევცვლით. ჯერ ადრეა, გადაწყვეტილება თამაშის დღეს, შუადღისას მივიღებთ.
შეგვიძლია გამოვიყენოთ ორი სქემა. ფეხბურთელების მიხედვით გადავწყვეტთ.

საქართველომ შეკრიბა ძალიან კარგი, ევროპული დონის ფეხბურთელები. შესანიშნავად ორგანიზებული გუნდია, თუმცა ვფიქრობ, მათ წინააღმდეგ ძალიან კარგ თამაშს ჩავატარებთ.

რა ზომებს მივიღებთ კვარაცხელიას წინააღმდეგ? არ შემიძლია ვთქვა, რომ ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია. მის გარდა, ქართველებს უმაღლესი დონის კიდევ 4-5 ფეხბურთელი ჰყავთ. არ დავაკონკრეტებ, რადგან მათი გვარების წარმოთქმა მიჭირს.
ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ მოედანზე. ამავე დროს, ძალიან ტექნიკური მოთამაშეები არიან. მათ წინააღმდეგ თამაში სასიამოვნოა“.

ტირანას „ეარ ალბანია არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე მწვრთნელთან ერთდ იყო მილანის „ინტერის“ 22 წლის ნახევარმცველი კრისტიან ასლანიც.

„ორივემ ერთა ლიგა გამარჯვებით დავიწყეთ. გვიხარია, რომ ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე ყველა ბილეთები გაიყიდა და გულშემატკივრებით სავსე სტადიონზე ვითამაშებთ.

საქართველო მზარდი გუნდია. ეს ჩვენ კარგად ვიცით და ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. უკრაინასთან თამაში უკვე დავივიწყეთ და ახლა საქართველოსთან შეხვედრაზე ვფიქრობთ. ყველამ ვიცით, მოსაგებად რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენი მიზანი გამარჯვება და გულშემატკივრის გახარებაა.

ძლიერ ჯგუფში ვართ. მაგალითად, საქართველო ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. ჩეხეთიც სერიოზული გუნდია, მაგრამ ჩვენი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა.

საქართველოს ნაკრები იზრდება და ეს ევროპის ჩემპიონატზეც ვნახეთ. კვარაცხელია კი ძალიან ძლიერი მოთამაშეა და „ნაპოლიში“ გამოირჩევა. რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ და ფრთხილად ვიქნებით“, – განაცხადა კრისტიან ასლანმა.

ალბანეთი-საქართველოს მეორე ტურის მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნიდერლანდებთან წავაგეთ და გვრჩება მთავარი თამაში: ოქტომბერში შვედეთთან

Kvarevolutio – კვარაცხელიას რევოლუცია და ევოლუცია მარადონას კურთხევით