in

თუ ყველა თანახმაა… გამოვა მამარდა და ლივერპული?

“ლივერპული” მამარდაშვილის შეძენას სერიოზულად განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

„ინტერესი კონკრეტულია. ინგლისელები საქართველოს ნაკრების მეკარის აგენტს და „ვალენსიის“ ხელმძღვანელობას ესაუბრებიან. შემიძლია, დავადასტურო, რომ ეს მოლაპარაკებები გრძელდება“ – განაცხადა რომანომ.

ქართველი მეკარე თანახმაა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი სეზონი იჯარით სხვა კლუბში (შესაძლოა ისევ „ვალენსიაში“) გატარება მოუწევს.

“ვალენსია” 30 მილიონ ევროს ითხოვს და არც მერსისაიდული კლუბი ჩანს ამ თანხის გადახდის წინააღმდეგი.

მამარდაშვილის იჯარის წესით დამატებაზე “ბორნმუთის” სურვილი დასახელდა, მაგრამ ბოლო ინფორმაციით ეს ვარიანტი გამოირიცხა.

გადაწყვეტილია, რომ ახალ სეზონშიც „ლივერპულის“ პირველი მეკარე ალისონი იქნება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გვარდიოლა ევროპაში საუკეთესო მწვრთნელია: საკლუბო სპეციალისტების რეიტინგი

ესპანეთის ჩემპიონი რეალი გახდება