in

თუ ღვთის სამართალი არსებობს, მესი მოიგებს: მინდა სიკვდილის წინ ჩაგეხუტო… კომენტარები ფინალის წინ

მსოფლიო ჩემპიონატის წინ ბუნებრივია უამრავი პროგნოზ თუ კომენტარი კეთდება, მით უმეტეს, როდესაც ისეთი გუნდები ხვდებიან ერთმანეთს, როგორიც არგენტინა და საფრანგეთი არიან, თანაც დაპირისპირებულ გუნდებში ხომ პლანეტის ორი გამორჩეული მოთამაშეა – მესი და მბაპე.

აი რა კომენტარები გაკეთდა ფინალამდე:

ლიონელ სკალონი: „უკვე გადავწყვიტე როგორ ითამაშებს არგენტინა საფრანგეთის წინააღმდეგ. ჩვენი იდეაა მეტოქეს პრობლემები შევუქმნათ, თავად კი რაც შეიძლება ცოტა დავიტანჯოთ.
იმედი გვაქვს მოვიგებთ ტროფეის, თუ ეს მესის ბოლო მატჩია მსოფლიო ჩემპიონატზე. ამაზე უკეთესი სცენარი არ არსებობს“.

დიდიე დეშამი: „შესაძლოა ზოგიერთ ფრანგს სურს, რომ მესიმ მოიგოს მსოფლიო ჩემპიონატი. ჩვენი ამოცანაა ტიტულის დაცვა, არ მაქვს სტრესი ფინალის წინ“.

ჰანს-დიტერ ფლიკი: „საფეხბურთო რომანტიკოსებს სურთ მესის გამარჯვება, რადგან ის ყველაზე დიდი მოთამაშეა ბოლო 10 წელიწადში“.

ემილიანო მარტინესი: „კოპა ამერიკაზე ფავორიტად ბრაზილია მიაჩნდათ, ახლა – საფრანგეთი. არგენტინას კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს“.

დავიდ ტრეზეგე: „მბაპეს ჯანსაღი ამბიციები აქვს, მას სურს მესიზე უკეთესი გახდეს. ლეოსთან და ნეიმართან ცხოვრება მას ეხმარება“.

უსმან დემბელე: „მესი იმსახურებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას, მაგრამ საფრანგეთიც იმსახურებს მოგებას“.

პოლ პოგბა: „ფინალში არ თამაშობენ, ფინალს იგებენ. გადმოგცემთ მთელ ჩემ ძალას“.

ხორხე ვალდანო: „მესიმ დაიმსახურა მუნდიალზე გამარჯვება, თუ არსებობს ღვთის სამართალი“.

„მესის გამარჯვება უფრო მინდა, ვიდრე არგენტინის ნაკრების“ – არგენტინელი მოკრივე მარტინესი.

გარი ლინეკერი: „თუ მბაპე ჰეთ-თრიკს არ შეასრულებს ფინალში, მესი მიიღებს „ოქროს ბურთს“.

ტელეწამყვანი პირს მორგანი: „საფრანგეთი მოიგებს 3:1-ს. მბაპე ორს გაიტანს, გრიზმანი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდება, მესი იტირებს“.

მესის პირველი მასწავლებელი: „მინდა სიკვდილის წინ ჩავეხუტო. შენი ბედნიერს რომ გხედავ, მეც ბედნიერი ვარ. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ შენ გასწავლიდი“.

არგენტინის პრეზიდენტი არ ჩავიდა ფინალზე: „სახლში დავტკბები, როგორც მილიონობით არგენტინელი. ამ მომენტს ჩემს ხალხთან ერთად გავატარებ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინ რამდენი ფული იშოვა მუნდიალზე: ჩემპიონს 40 მილიონი ერგება

მინდა ჩემპიონები გავხდეთ, მარადონამ კი ციდან ლეოს უქომაგოს: მესის შვილმა წერილი დაწერა – ფოტო