ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ფინალების განეორებითი მატჩები იწყება. „ბაიერნი“ „ზალცბურგს“ დაუხვდება, ხოლო კლოპის ბიჭები „ინტერს“ უმასპინძლებენ. პირველი მატჩში ,,ბაიერნმა“ თამაში ბოლო წუთებზე გადაარჩინა და ტაბლოზე 1:1 დააფიქსირა. რაც შეეხება „ლივერპულს’’, მძიმე ბრძოლაში შეძლო მილანში კომფორტული ორბურთიანი უპირატესობის დაფიქსირება (2:0) და წყვილში უდაო ფავორიტია.
ლივერპული – ინტერი
კლოპის გუნდი მერვედფინალურ მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება. პრემიერლიგის ბოლო ტურში მერსისაიდელებმა საკუთარ კედლებში „ვესტ ჰემი“ 1:0 დაამარცხეს და ლიდერ „სიტის“ უფრო დიდი სხვაობის შექმნის საშუალება არ მისცეს. „ნერაძური“ სერია ა-ში ჩემპიონობისთვის იბრძვის. ამ მომენტისთვის ინძაგის გუნდი 58 ქულით მე-2 ადგილზეა და თანაქალაქელ „მილანს“ 2 ქულით ჩამორჩება, თუმცა 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და პოტენციური ლიდერიც ისაა. ინძაგის გუნდმა ბოლო ტურში „სალერნიტანა“ 5:0 გაანადგურა.
დანაკლისი
„ლივერპულს“ ამ მხრივ პრობლემები არ აქვს. ოფიციალურად გუნდს არავინ აკლია, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ფირმინოს, მატიპის და ალკანტარას თამაში. რაც შეეხება ,,ინტერს’’, იტალიურ გრანდს დანაკლისი არ აქვს და სრული შემადგენლობით ჩავიდა ინგლისში.
სავარაუდო შემადგენლობა
ლივერპული: ალისონი, ალექსანდრე-არნოლდი, კონატე, ვან დეიკი, რობერტსონი; ჰენდერსონი, ფაბინიო, კეიტა; დიასი, ჟოტა, მანე
ინტერი: ჰანდანოვიჩი; შკრინიარი, დე ვრი, ბასტონი; დამფრისი, ვიდალი, ბროზოვიჩი, ჰაკან ჩალჰანოღლუ, პერიშიჩი; ჯეკო, მარტინესი
ფაქტები
„ლივერპულმა“ „ინტერს“ ბოლო სამი მატჩი მოუგო, ბოლო ხუთიდან კი ოთხი.
„ინტერმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 3 შეხვედრა სტუმრად ფრედ დაასრულა.
„ლივერპულმა“ ბოლო 12 თამაში მოიგო.
„ლივერპულმა“ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე ყველა, 7-ვე მატჩი მოიგო.
„ლივერპულმა“ „ინტერს“ ბოლო ორივე მატჩი მოუგო „ენფილდზე“ – ორივე ორბურთიანი სხვაობით.
კომენტარები
იურგენ კლოპი:
„2:0 არის ანგარიში, რომელიც ყველაზე ხშირად აღმოფხვრილა. თუ ფიქრობ, რომ ამ ანგარიშით მომდევნო ეტაპზე გასული ხარ, აუცილებლად შეცდები, წააგებ და გათამაშებას გამოეთიშები. პირველი მატჩის შედეგი ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე ველოდი. იტალიაში თამაში ყოველთვის რთულია. პირველი მატჩის წინ ვფიქრობდით, რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა. საბედნიეროდ თავი ყველაფერს გავართვით და სასურველი შედეგი დავაფიქსირეთ. „ინტერი“ კარგი გუნდია და ჩემპიონთა ლიგაზე ტურისტები არ არიან. ვფიქრობ, ინძაგი შემტევ ტაქტიკას აირჩევს.“
სიმონე ინძაგი:
„რთული მატჩი იქნება, მაგრამ ჩვენ დიდი მოტივაცია გვაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი პირველ ტაიმში გოლის გატანა იქნება. „ინტერი“ რამდენიმე წელია ამ ეტაპზე არ ყოფილა. ვიაზრებთ, რომ ჩვენ ტოპ კლასის გუნდს ვუპირისპირდებით. პირველ მატჩში საუკეთესო ვცადეთ და იგივეს გაკეთებას ახლაც ვაპირებთ”.
ბაიერნი – ზალცბურგი
„ბაიერნი“ ამ მატჩს თითქოს გადაღლილი ხვდება. ნაგელსმანის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში „ლევერკუზენს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა, თუმცა „ბაიერნი“ კვლავ ბუნდესლიგის სათავეშია. ავსტრიელები კი კარგ ხასიათზე არიან. გასულ ტურში „ზალცბურგმა“ „ალტახი“ 4:0 დაამარცხა და ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს.
დანაკლისი
გერმანულ გრანდს წინა მატჩის მსგავსად გორეცკა, ტოლისო და დევისი არ ეყოლება. „ზალსბურგს“ „ბაიერნთან“ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არ ეყოლება. საუბარია კოიტაზე, ოკოჰოზე, ონგუენზე, სესკოსა და ვალჩიზე. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ოკაფორისა და სოლეტის თამაშიც.
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი: ნოიერი; პავარი, ზულე, უპამეკანო, ერნანდესი; კიმიხი, მუსიალა; სანე, მიულერი, კომანი; ლევანდოვსკი
ზალცბურგი: კოჰი; კრისტენსენი, სოლეტ, ვობერი, ულმერი; კამარა; სუჩიჩი, აარონსონი, სეივალდი; ადამუ, ადეიემი
ფაქტები
„ბაიერნი“ არ აგებს 9-დან ბოლო 7 მატჩს.
„ზალცბურგი“ ბოლო 9 თამაშია არ დამარცხებულა.
ბოლო 5 მატჩში „ზალცბურგი“ საშუალოდ 0.4 გოლს უშვებს.
კომენტარები
იულიან ნაგელსმანი:
„ეს განსაკუთრებული თამაშია და საკუთარი მიმართ დიდი მოლოდინი გვაქვს. იმედია კარგად ვითამაშებთ. ყველა მოთამაშემ იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი დაპირისპირება გველის. „ზალცბურგს“ დაცვის ხაზი ყოველთვის მაღლა აქვს აწეული. ტრავმების გამო რამდენიმე ფეხბურთელი აკლიათ და გადაღლილები არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ტემპი არ უნდა დავაგდოთ“.
მატიას იაისლე:
„ძალიან რთული მატჩი იქნება და ნათელია ვინ არის ფავორიტი. მიუხედავად ამისა, თავდაჯერებულები ვითამაშებთ. გვსურს, რომ საკუთარი თავი წარმატებული სეზონისთვის დავაჯილდოოთ“.
GIPHY App Key not set. Please check settings