ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. ჩვენამდე საევროპო რჩეულები ჩამოწერა პორტუგალიამ. ახლა კი ცნობილი გახდა საქართველოს პირველი მეტოქის, თურქეთის ნაკრების შემადგენლობაც, თუმცა ჯერ საუბარია გაფართოებულ შემადგენლობაზე. მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ პირველად სიაში ერთბაშად 35 მოთამაშე შეიყვანა. ის 7 ივნისს 9 ფეხბურთელს გაუშვებს და სიას 26 კაცამდე გაცხრილავს.
თურქეთის ნაკრები:
მეკარეები: ალტაი ბაინდირი (მანჩესტერი), დოგან ალემდარი (ტროა), მერტ გიუნოკი (ბეშიქთაში), უგურჯან ჩაკირი (ტრაბზონსპორი).
მცველები: მერტ მულდური, კაგლარ სოიუნჩუ, ფერდი კადიოღლუ (ყველა – ფენერბახჩე), ზეკი ჩელიკი (რომა), აბდულკერიმ ბარდაქჩი (გალათასარაი), აჰმეტკან კაპლანი (აიაქსი), მერიჰ დემირალი (ალ-აჰლი), ოზან კაბაკი (ჰოფენჰაიმი), სამეტ აკაიდინი (პანათინაიკოსი), ჩენკ ოზკაჩარი (ვალენსია)
ნახევარმცველები: ბერატ ოზდემირი (ტრაბზონსპორი), ჯან უზუნი (ნიურნბერგი), ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი), ისმაილ იუკსეკი (ფენერბაჰჩე), კაან აიჰანი (გალათასარაი), ოკაი იოკუსლუ (ვესტ ბრომვიჩი), ორკუნ კეკჩუ (ბენფიკა), სალიჰ ოზჩანი (დორტმუნდი)
თავდამსხმელები: აბდულკადირ ომური (ჰალ სიტი), ირფან ჯან კაჰვეჩი (ფენერბაჰჩე), იუნუს აკგუნი (ლესტერ სიტი), კენან ილდიზი (იუვენტუსი), კერემ აქტურკოღლუ, ბარიშ ალპერ ილმაზი (გალათასარაი), ოგუზ აიდინი (კორენდონ ალანიასპორი), არდა გულერი (რეალი), ბერტუგ ილდირიმი (რენი), ჩენკ ტოსუნი, სემიჰ კილიჩოი (ბეშიქთაში), ენეს უნალი (ბორნმუთი), იუსუფ იაზიჩი (ლილი).
როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი მშვენიერ გუნდებში არიან და არც გამოცდილება აკლიათ, თუმცა შეიძლება რამდენიმე ფეხბურთელის გამორჩევა. “ბენფიკას” კეკჩუ ბევრ ძლიერ გუნდს სურს ტოპ ლიგებიდან, “იუვეს” ილდიზი შესანიშნავად თამაშობს, გულერზე ხომ არაფერს ვამბობთ. მოკლედ, ძლიერი გუნდი შეგროვდა.
თურქეთის ნაკრები 4 ივნისს ბოლონიაშ, იტალიასთან სპარინგს ჩაატარებს, 10 ივნისს კი ვარშავაში პოლონეთსაც გაეჯიბრებაა.
ევრო 2024-ზე კი თურქეთის ნაკრების განრიგი ასეთია:
სამშაბათი, 18 ივნისი
თურქეთი – საქართველო (დორტმუნდი)
შაბათი, 22 ივნისი
თურქეთი – პორტუგალია (დორტმუნდი)
ოთხშაბათი, 26 ივნისი
ჩეხეთი – თურქეთი (ჰამბურგი)
ვინჩენცო მონტელა:
„ფეხბურთელების არჩევანი გავაკეთეთ როგორც წმინდა საფეხბურთო, ასევე პიროვნული თვისებებით. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ვინ როგორ ითამაშა სეზონის მიწურულს. ჩვენი მიზანი ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩის მოგებაა.
ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი მატჩია, რომელიც ძალიან რთული იქნება. ეს არის გუნდი, რომელიც ჩემგან დიდ პატივისცემას იმსახურებს”, მიუხედავად იმისა, რომ ფიფა-ს რეიტინგში ჩვენზე უკანაა.”
GIPHY App Key not set. Please check settings