in

თურქები ზურიკოსთვის ფულს არ ზოგავენ

„ბეშიქთაში“ იანვარში მინიმუმ სამი ფეხბურთელის დამატებას აპირებს და კლუბის მთავარი სამიზნე საქართველოს ნაკრებისა და „სენტ-ეტიენის“ შემტევი ზურიკო დავითაშვილია, – იტყობინება Sporx-ი.

გამოცემის ცნობით, სტამბოლური გუნდი შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს,  მარცხენა ფლანგზე ქრონიკული პრობლემის მოსაგვარებლად მწვრთნელმა სერგენ იალჩინმა 24 წლის დავითაშვილის დამატება მოითხოვა და თავად ქართველი მოუთმენლად ელის „შავ-თეთრებში“ გადასვლას. 

აღნიშნულია, რომ კლუბის პრეზიდენტი სერდალ აიდალი ნაახალწლევს „სენტ-ეტიენს“ დაუკავშირდება და ზურიკოს ხელში ჩასაგდებად თანხას არ დაზოგავს, რამეთუ ის ეფექტური დრიბლინგით და ერთი ერთზე თამაშით გამორჩეულია.

დავითაშვილს „სენტ-ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში ლიგა 2-ის 8 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ღირებულება 9 მილიონი ევროა. 

„ბეშიქთაში“ მიმდინარე სეზონში წარმატებულად ვერ ასპარეზობს, 8 ტურის შემდეგ (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) 13 ქულით მეექვსე ადგილზეა და ლიდერ „გალათასარაის“ 9 ქულით ჩამორჩება. 

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აიაქსმა დინამოს იუბილე მიულოცა

ესპანეთთან თამაშის ბილეთები ორშაბათს გაიყიდება