in

თურმე ასეთებიც ხდება: პსჟ-მ წააგო, ხვიჩა სხვებს ჯობდა

ცოტა უცნაური რამ მოხდა: პსჟ-მ წააგო. არადა თითქოს მივეჩვიეთ, რომ კვარა და პარიზული გუნდი ყველას უგებენ. თუმცა აგერ საკლუბო მუნდიალზე ბრაზილიურ გუნდს გადაეყარნენ და დამარცხდნენ – 0:1.

პსჟ – ბოტაფოგო 0:1
გოლი: ჟეზუსი (36)

„ბოტაფოგოს“ გამარჯვება პსჟ-ზე – პირველი შემთხვევაა 2012 წლის შემდეგ, როდესაც ლიბერტადორესის თასის გამარჯვებულმა ჩემპინთა ლიგის გამარჯვებული დაამარცხა.

შეხვედრა ევროპელების უპირატესობით დაიწყო. ქართველი თავდამსხმელი აქტიურობდა და პირველ ნახევარში 7.4 ქულით პარიზელთა შორის საუკეთესო შეფასება ჰქონდა. რამდენჯერმე გაამწვავა თამაში. პირველ ტაიმში სწორედ ხვიჩას ფლანგიდან ვითარდებოდა პსჟ-ის ყველა იერიში. აქტიურ ქართველს პირველივე წუთებში შეეძლო გატანა, როცა საჯარიმოში შეიჭრა და შორეულ კუთხეში დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.
ერთ-ერთ ეპიზოდში მის წინააღმდეგ ბარბოსამ ისე იუხეშა, ქართველს ექიმის დახმარება დასჭირდა, მსაჯმა კი აშკარა უხეშობაზე თვალი დახუჭა.

პსჟ მეორე ტაიმში დიდი ძალებით უტევდა, ბურთის ფლობა 70% ჰქონდა, მაგრამ თამაში ვერ გადაარჩინა.

ხვიჩამ შეუცვლელად ითამაშა.
შეფასებები: Flashscore – 6.8; Sofascore – 7.8; Whoscored – 6.9.
ვიტინიას ოდნავ მაღალი დაუწერეს, დანარჩენებს კი ჩვენიანმა აჯობა.

ამავე ჯგუფის მეორე მატჩში “ატლეტიკომ” 3:1 მოუგო “სიეტლს”. პსჟ-ს და „ატლეტიკოს“ 3-3 ქულა აქვთ (მეორე ადგილზე პარიზია). 6 ქულით “ბოტაფოგო” ლიდერია.
მომდევნო შეხვედრას პსჟ „სიეტლ საუნდერსთან“ 23 ივნისს 23:00 საათზე გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: ფატი ვასკესი – ლამინ იამალის გოგო: ვუნდერკინდზე 12 წლით უფროსია

ხვიჩა: შედეგმა გაგვაკვირვა