in

თოფურომანია: ჩემპიონს საქართველოში ათასობით გულშემატკივარი დახვდა – მადლობა ყველას!

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ესპანეთიდან საქართველოში ჩამოვიდა.

თბილისში ჩამოსულმა ჩემპიონმა ყველას მადლობა გადაუხადა:
“მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დილის 7 საათზე ადგა და ქუჩაში გამოვიდა, რომ მხარი დაეჭირა”.

თოფურია საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევით ჩამოვიდა.

ილიას აეროპორტის გამოსასვლელში უამრავი გულშემატკივარი დახვდა.

შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა.

მოგეხსენებათ, თოფურია 21 მარტს, ერთა ლიგის ნახევარფინალში, საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩს დაესწრება, თამაშამდე საჩემპიონო ქამარს წარადგენს.

ილია თოფურიას თბილისში ჩამოსვლას ესპანური “მარკაც” გამოეხმაურა.
“არავითარ ეჭვს არ იწვევდა, რომ “თოფურომანია” ჩასვლისთანავე დაიწყებოდა. ის სამშობლოში რამდენიმე დღით დაბრუნდა, რათა გამარჯვება თბილისში იზეიმოს.
ჩემპიონს აეროპორტში ხუთი ათასი ადამიანი აპლოდისმენტებით შეეგება. მთავარი მოვლენა კი ხუთშაბათს საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების
პლეი-ოფის ნახევარფინალის დაწყებამდე ჩემპიონის ქამრის წარდგენა იქნება”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველომ დაიწყო: ყველა ერთად ვიქნებით, ფეხბურთი აერთიანებს საქართველოს

რეალი მომდევნო სეზონში – უბრალოდ კოსმოსია!