in

თორნიკე შენგელია: წარუმეტებელი სერია უფრო გვაძლიერებს – ჯერ ყველაფერი წინაა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ნელ-ნელა ფორმაში შედის. ტრავმის შემდეგ, თოკო პარკეტს “ვთბ ლიგის” შეხვედრაში დაუბრუნდა, რომელშიც მისმა გუნდმა მარცხი განიცადა. ამჯერად, თორნიკე შენგელია ცსკა-სთან ერთად ევროლიგაზე “ფენერბაჰჩესთან” თამაშისთვის ემზადება.

30 წლის ქართველმა ფორვარდმა მოახლოებულ მატჩზე და მის ამჟამინდელ ფორმაზე ცსკა-ს ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა.

“ნელ-ნელა ფორმაში შევდივარ და ვცდილობ გუნდს დავეხმარო. წარუმატებელი სერია გვაქვს, მაგრამ ეს ცუდი სერია უფრო გვაძლიერებს და მეტ პასუხისმგებლობას გვძენს, რომ გუნდისთვის ყველამ მეტი უნდა გავაკეთოთ.

ფენერბაჰჩე”, მიუხედავად ამ დროინდელი სატურნირო მდგომარეობისა, ძლიერი გუნდია და ჩვენთან ყველაფერს გააკეთებენ წარმატებისთვის. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ~, რადგან ამ გუნდის წინააღმდეგ მოდუნება ერთი წამითაც არ შეიძლება.”-თქვა თორნიკე შენგელიამ

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ალახვერდოვი ნახევარფინალში დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატი ბრინჯაოთი დაასრულა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2021 წელს მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა