თორნიკე შენგელიას „ვურტუსმა“ იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში მეორე მატჩიც მოიგო და „ტორტონასთან“ 2:0 დაწინაურდა. ეს შეხვედრაც ბოლონიაში გაიმართა და მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა – 108:78.
თორნიკემ 18 წუთი ითამაშა, 8 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. მის გუნდში 20 ქულითა და 8 მოხსნით ჯორდან მიკი გამოირჩა.
ნახევარფინალური სერია სამ მოგებამდეა. მესამე მატჩი 2 ივნისს ტორტონაში გაიმართება და მოგების შემთხვევაში ბოლონიელები ფინალის საგზურს მიიღებენ. თუ „ტორტონამ“ გაიმარჯვა, მეოთხე შეხვედრაც ამ ქალაქში გაიმართება, თუმცა საწყის ორ მატჩში სხვაობა იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ ძნელად წარმოსადგენია, „ვირტუსმა“ 2-მოგებიანი უპირატესობა ხელიდან გაუშვას.
მეორე ნახევარფინალსაც თავისი ფავორიტი ჰყავს: „მილანი“ 2:0-ს უგებს „სასარის“.
GIPHY App Key not set. Please check settings