ევროლიგის მე-3 ტურის მატჩში, მოსკოვის ცსკა-მ თანამემამულე კლუბს, სანკტ-პეტერბურგის „ზენიტს“ უმასპინძლა, თორნიკე შენგელია კი 33 ქულით მატჩის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე გახდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, თოკომ საკუთარი თამაში შეაფასა:
„უპირველესად, გახარებული ვარ, რადგან ეს თამაში მოვიგეთ. რომ არ მოგვეგო, ციფრებს და შედეგებს არაფერი ძალა არ ექნებოდა. ამიტომაც მე გახარებული ვარ ჩემი გუნდის შედეგით. გულწრფელად ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით. ვფიქრობ, ჩვენ დიდებულად ვითამაშეთ როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. შეტევაში ბურთს კარგად ვათამაშებდით, დაცვაში კი რამდენიმე წუთით გვქონდა ჩავარდნა, მაგრამ ყველაფერი გამოვასწორეთ. არ დავნებდით და მადლობა ღმერთს, გამარჯვებას მივაღწიეთ”, – განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა.
GIPHY App Key not set. Please check settings