უკვე ოფიციალურად, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია იტალიური “ვირტუს ბოლონიას” კალათბურთელია. ტრანსფერი იტალიური კლუბის ოფიციალურმა facebook გვერდმაც დაადასტურა.
„მადლიერი ვარ ჩვენი კლუბის ხელმძღვანელების მისამართით, რადგან ისეთი დიდებული მოთამაშე მივიღეთ გუნდში, როგორიც თორნიკე შენგელიაა.”-განაცხადა “ვირტუს ბოლონიას” გენერალურმა დირექტორმა ლუკა ბარალდიმ
თორნიკე შენგელია იტალიურ კლუბში ზაფხულის ბოლომდე იქნება და შემდეგ მისი გუნდში დარჩენა იმაზე იქნება დამოკიდებული, “ვირტუს ბოლონია” შეძლებს თუ არა ევროლიგის საგზურის მოპოვებას.
თორნიკე შენგელია ბოლოს მოსკოვის “ცსკას” ღირსებას იცავდა და რუსული კლუბი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დატოვა. შენგელიამ ევროლიგაზე მოსკოველების შემადგენლობაში 52 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე საშუალოდ 11.7 ქულა, 4.9 მოხსნა და 2.3 შედეგიანი პასი იყო.
“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მოსკოვის ცსკას მათი ჩემსადმი დამოკიდებულებისთვის, კალათბურთელებს და სამწვრთნელო სტაფს”*თქვა თორნიკე შენგელიამ
“ვირტუს ბოლინია” 93 წლის წინ შეიქმნა. გუნდის იტალიის ლიგის 16-გზის გამარჯვებული, იტალიის თასის 8-გზის და სუპერთასის 2 –გზის, მათ შორის 2021 წელს მოიპოვეს ბოლოს, ევროლიგის 2-გზის გამარჯვეული და ევროთასის მოქმედი გამარჯვებულია.
2018-19 წლებში გუნდმა ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.
იტალიური გუნდი ამჯერად იტალიის ჩემპიონატში “ოლიმპია მილანის” შემდეგ მეორე ადგილზეა. ევროქაფზე კი, მეხუთე ადგილს იკავებს.
“ვირტუს ბოლონიას” ღირსებას იცავს ისეთი დონის კალათბურთელები, როგორებიც დანიელ ჰეკეტი, მილოშ ტეოდოსიჩი და მარკო ბელინელი არიან.
GIPHY App Key not set. Please check settings