in

თორნიკე შენგელია ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის პრეზიდენტია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელი თორნიკე შენგელია ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის (ELPA) პრეზიდენტად აირჩიეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ორგანიზაციის ასამბლეაზე მიიღეს, რომელსაც ესპანეთის ქალაქმა ბარსელონამ უმასპინძლა.

ქართველმა მძიმე ფორვარდმა აღნიშნულ პოსტზე იტალიელი ჯიჯი დატომე შეცვალა, რომელიც ამიერიდან ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს. ორგანიზაციის სხვა ვიცე-პრეზიდენტები ურუგვაელი ჯეისონ გრეინჯერი, უნგრელი ადამ ჰანგა, სერბი ნიკოლა კალინიჩი, პოლონელი მატეუშ პონიტკა და ამერიკელი კაილ ჰაინსი იქნებიან. სამაგიეროდ, აღნიშნულ პოსტს დაემშვიდობნენ ლატვიელი იანის ტიმა და ბოსნიელი ნიჰად ჯედოვიჩი.

“ამაყი ვარ და ამავდროულად, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგანაც ასეთი მნიშვნელოვანი პოსტი ჩამაბარეს. რთული იქნება ჯიჯის შეცვლა, რომელმაც ორგანიზაციის შექმნასა და განვითარებაში უმთავრესი წვლილი შეიტანა. მოუთმენლად ველი იმ დროს, როდესაც ბიჭებთან ერთად სამუშაო პროცესში სრულად ჩავერთვები და საშუალება მექნება, კალათბურთელთა მოქმედი და მომავალი თაობებისთვის რაიმე ღირებული გავაკეთო”, – თქვა თოკომ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

როგორი იყო ზაფხულის ტრანსფერები: ფიფამ შეაჯამა

ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი რონალდო ყოფილა: მათემატიკურმა ალგორითმა ასე გამოიყვანა