in

თორნიკე შენგელია ბარსელონას კალათბურთელია

„ბარსელონამ“ თორნიკე შენგელიას ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

საქართველოს ნაკრების კაპიტნის ესპანურ გრანდთან კონტრაქტი 3-წლიანია, 2028 წლის ზაფხულის ჩათვლით.

შენგელია ესპანეთში იტალიური „ვირტუსიდან“ დაბრუნდა. გასულ სეზონში ჩვენიანმა იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, გუნდთან ერთად ტიტული მოიგო და ფინალის „უძვირფასეს მოთამაშედ“ (MVP) დაასახელეს.

თორნიკე შენგელიას ცხრა გუნდში უთამაშია, გამორჩეული პერიოდი ესპანურ „ბასკონიას“ უკავშირდება (2014-2020), სადაც მან 6 წელი გაატარა და ესპანეთის ჩემპიონიც გახდა.

რაც შეეხება “ბარსელონას”, გასულ სეზონში ჩემპიონატში, მეოთხედფინალში “უნიკახასთან” დამარცხდა (1:2), ევროლიგაზე კი ასევე მეოთხედფინალში “მონაკოსთან” – 2:3.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სწორედ ასეთი ფეხბურთელი გვჭირდებოდა: დირექტორი წიტაიშვილზე და რატომ გადავიდა აბუაშვილი მეცში