ძალიან კარგი ამბავი ქართული სპორტის ქომაგებისთვის: ქართველი კალათბურთელი „ბარსელონაში“ გადავიდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ახალ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. ამის შესახებ ესპანური პრესა იუწყება.
„მუნდო დეპორტივოს“ სათაურია: „გადაწყვეტილია! თორნიკე შენგელიამ „ბარსელონასთან“ სამწლიანი კონტრაქტი შეათანხმა“.
ხელშეკრულება 2+1 სისტემით გაფორმდა.
შენგელია კატალონიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მისი წლიური ჯამაგირი 3 მილიონ ევრო იქნება.
33 წლის შენგელია ამ სეზონში „ვირტუს ბოლონიას“ შემადგენლობაში საშუალოდ 15.6 ქულას, 5 მოხსნასა და 2.7 პასს აგროვებდა.
GIPHY App Key not set. Please check settings