საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ “ვირტუს ბოლონიას” ჩატარებული ბოლო მატჩები გამოტოვა. კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ფორვარდის არყოფნის მიზეზი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემაა. კეროდ, შენგელიას თორმეტგოჯა ნაწლავზე წარმომნილი წყლულის გამო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა და როგორც ახლა ირკვევა, მკურნალობის პროცესი იმაზე გაცილებით მალე დასრულდება, ვიდრე თავიდან ივარაუდებოდა.
ბოლო პროგნოზით, შენგელია ვირტუსის დახმარებას 10 იანვარს შეძლებს, როდესაც ვირტუსმა ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატის მე-20 ტურის შეხვედრაში ბასკონიას უნდა უმასპინძლოს. თორნიკემ ბოლოს ბოლონიელთა მაისურით სწორედ თავის ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, 12 დეკემბერს ითამაშა. მაშინ ვირტუსმა ბასკონიასთან გასვლითი შეხვედრა მინიმალური სხვაობით მოიგო (82:81), თავად ქართველმა ფორვარდმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა (16 ქულა, 10 მოხსნა).
როგორც დაიგეგმა, მომდევნო 2 კვირა თორნიკე სპორტულ დარბაზში, კონდიციების შესანარჩუნებლად ივარჯიშებს, შემდეგ კი მოედანსაც დაუბრუნდება. მისი თამაში 10 იანვარს, ევროლიგაში, სწორედ ბასკონიასთან იგეგმება. კარგი ამბავია, რომ ასეთ შემთხვევაში, შენგელიას ეროვნულ ნაკრებში თამაშს საფრთხე არ ემუქრება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს უახლოესი მატჩი ყოფნა-არყოფნისაა. 21 თებერვალს ჩვენი გუნდი დანიას მასპინძლობს და თუ იმარჯვებს, ევრობასკეტზე გადის.
GIPHY App Key not set. Please check settings