თორნიკე შენგელიას ბოლონიის „ვირტუსმა“ იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში მარტივად 3:0 დაამარცხა „ტორტონა“ და ფინალში გავიდა. ბოლონიაში მოგებული ორი მატჩის შემდეგ „ვირტუსი“ სტუმრად ჩავიდა და იქაც მოიგო – 89:82.
შენგელიას სტატისტიკა ასეთია: 27 წუთი, 11 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი.
ფინალში „ვირტუსი“ „მილანს“ შეხვდება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში „სასარის“ ასევე 3:0 აჯობა. ფინალური სერია მილანში 10 ივნისს დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings