ევროლიგის მე-2 ტურის მატჩში ცსკა “ეფესს” ესტუმრა და მეტოქეს დაძაბულ მატჩში, 4 ქულით მოუგო – 100:96.
თორნიკემ პარკეტზე 32:29 წუთი გაატარა, რა დროშიც 23 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 5-დან 5 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. თორნიკე შეხვედრის MVP გახდა.
ვასილიე მიჩიჩმა “ეფესის” მხრიდან 32 ქულა დააგროვა, შეინ ლარკინს კი 12 ქულა ჰქონდა.
ცსკა ევროლიგაში ზედიზედ ორ მატჩს სახლში გამართავს, მეტოქეები “ზენიტი” და “ცრვენა ზვეზდა” იქნებიან.
GIPHY App Key not set. Please check settings