ევროლიგის მე-5 ტურში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ სტუმრად „დუბაი ბასკეტს“ შეხვდა და დამარცხდა – 78:83.
ჩვენიანი სასტარტო ხუტეულში იყო და 24 წუთი ითამაშა. თოკომ სოლიდური 19 ქულა მოაგროვა, რასაც 3 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიამატა. მან 11-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა.
„ბარსელონას“ რიგებში შენგელია, დარიო ბრიზუელასთან ერთად, ყველაზე შედეგიანი გახლდათ.
5 მატჩის შემდეგ „ბარსელონას“ 3 მოგება და 2 წაგება აქვს. მომდევნო მატჩს კი 23 ოქტომბერს შინ „ჟალგირისთან“ გამართავს.



GIPHY App Key not set. Please check settings