in

თოკო თასის გარეშე დარჩა: ვირტუსმა ფინალი მოულოდნელად წააგო

იტალიის თასი ერთმა ჩვეულებრივმა გუნდმა მოიგო.
ბრეშამ მეოთხედფინალში მილანს სძლია, ნახევარფინალში – პეზაროს, ფინალში კი თორნიკე შენგელიას ვირტუსს 84:76 მოუგო და ბოლონიელები ტიტულის გარეშე დატოვა.

აღსანიშნავია, ბრეშა თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდა და მართალია, ბოლო მეოთხედში მათი უპირატესობიდან მხოლოდ ქულა დარჩა, გამარჯვებამდე მაინც მივიდა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 28 წუთი გაატარა, სანამ მე-5 პერსონალურ ფოლს მიიღებდა. თორნიკემ 8-დან 4 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო და 12 ქულას 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 5 პასი წაამატა.

ქართველმა მძიმე ფორვარდმა ბურთი 4-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 6-ჯერ დაირღვა. შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 13-ს გაუტოლდა.

ბოლონიელებს ვერ ვეტერანი მარკო ბელინელის მორიგმა შედეგიანმა თამაშმა უშველა, რომელმაც 23 წუთში 24 ქულა ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ შენგელია საქართევლოს ნაკრებს ნიდრლანდებში შეუერთდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფენომენი, სუპერგმირი, არა ჩვეულებრივი ადამიანი – რას წერენ კვარაზე

ვიდეო: ნიდერლანდებთან მატჩი ფინალია – ნაკრები ამსტერდამში გაფრინდა