in

თოკოს 4 ქულა და ცსკა-ს იოლი გამარჯვება პოლონეთში

საქართველოს ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-მ VTB ლიგის მორიგი ტურის შეხვედრაში პოლონეთში “ზიელონა გორა” დიდი ანგარიშით 93:59 დაამარცხა.

მატჩი მოსკოველების უდიდესი სათამაშო უპირატესობით წარიმართა. გუნდებს შორის კლასში საგრძნობი განსხვავება იყო და შენგელია მთავარ მწვრთნელს დიდად არ დაუტვირთავს.

თოკომ მხოლოდ 8:36 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 4 ქულა, 2 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. VTB ლიგაში ცსკა-ს 6 მოგება და 2 მარცხი დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.

მოსკოველებს მომდევნო თამაში 23 დეკემბერს ევროლიგაზე “რეალის” წინააღმდეგ აქვთ სათამაშო.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზაზა ფაჩულია: როდესაც NBA პირველად მოვიგე, ბევრისგან შური ვიგრძენი

განახლებული ფასები: ყველაზე ძვირი ისევ ხვიჩაა