რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში პარა-მკლავჭიდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელზეც ქართველი სპორტსმენებიც იღებენ მონაწილეობას.
2017 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ლენტეხელმა თენგო გაზდელიანმა ბუქარესტში საქართველოს ჰიმნი ორჯერ ააჟღერა.
გაზდელიანი ჯერ მარჯვენა ხელში გახდა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი, შემდეგ კი პირველობა არც მარცხენა ხელში დაუთმო ვინმეს.