პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზი “შავი ლომი” რაგბი ევროპის სუპერთასის გამარჯვებულია. ფინალური შეხვედრა ლისაბონში გაიმართა და ლევან მაისაშვილის გუნდმა პორტუგალიური “ლუზიტანუში” 17:14 დაამარცხა.
“შავი ლომის” შემადგენლობაში მეორე და დიდწილად მატჩის გარდამტეხი ლელო თენგიზ პერანიძის ანგარიშზეა.
ფინალის დასრულების შემდეგ ჩვენ თენგოს დავუკავშირდით და მას მოკლე კომენტარი ჩამოვართვით.
“საკმაოდ კარგი ტურნირი გამოვიდა და ძლიერი გუნდების წინააღმდეგ მოგვიწია თამაში. ფინალში ძალიან ძლიერ “ლუზიტანუშს” დავუპირისპირდით, მძიმე თამაში გამოვიდა, მაგრამ საბედნიეროდ მოვახერხეთ მატჩის ჩვენს სასარგებლოდ დასრულება.
ძალიან ემოციური და განსაკუთრებული შეგრძნებაა ფინალში ლელოს დადება, მაგრამ ასეთი ლელოები კარგი გუნდური მუშაობის შედეგია და არა ცალკეული ინდივიდის.”-გვითხრა თენგიზ პერანიძემ
GIPHY App Key not set. Please check settings