in

თემურ ქეცბაია: ჩვენ ვისწავლით შეცდომებზე

GLASGOW, SCOTLAND - MARCH 25: Temur Ketsbaia, Head Coach of Cyprus, speaks with Steve Clarke, Head Coach of Scotland, prior to the UEFA EURO 2024 Qualifying Round Group A match between Scotland and Cyprus at Hampden Park on March 25, 2023 in Glasgow, Scotland. (Photo by Ian MacNicol/Getty Images)

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველო 28 მარტიდან ჩაერთვება, მანამდე კი ჩვენ ჯგუფში ორი შეხვედრა გაიმართა. ჯერ გლაზოში, შოტლანდიამ კვიპროსს 3:0 მოუგო, რომლის მთავარი მწვრთნელი, ჩვენი თანამემამულე და ერთ დროს საქართველოს ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაიაა.

ქართველმა სპეციალისტმა სქოთებთან წაგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ჩვენი ჯგუფიც დაიწყო: ქეცბაიას კვიპროსმა შოტლანდიასთან წააგო

„ვულოცავ შოტლანდიას დამსახურებულ გამარჯვებას. იმედგაცრუებული ვარ, რადგან ის ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ, რომელიც მჯერა, შეგვიძლია ვაჩვენოთ. უნდა ვეცადოთ, დაშვებულ შეცდომებზე ვისწავლოთ.

წავაგეთ ძალიან კარგ გუნდთან, რომელსაც მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე იყო, ეს ბევრს მეტყველებს. 0:1 წაგება რომ გვდომებოდა, ბოლოს არც გავრისკავდით, მაგრამ სქემა შევცვალეთ,გავრისკეთ, სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა.

87-ე წუთამდე თამაშის გადარჩენის იმედი გვქონდა. რასაც ბოლო 10-15 წუთში ვცდილობდით, არ გამოგვივიდა ისე, როგორც გვსურდა. ჩვენ ვისწავლით შეცდომებზე“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ესპანური დებიუტი შედგა: მწვრთნელისაც და ფეხბურთელისაც – ესპანეთმა ნორვეგიას კი მოუგო, მაგრამ…

დასკვნების გაკეთება რთულია: წარმატების მისაღწევად ბევრი რამ იქნება შესაცვლელი – ვილი სანიოლი