ქართველი სპორტსმენი თემურ სამხარაძე კლასიკურ სამჭიდში ევროპის ჩემპიონია. თემურ სამხარაძემ პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა და ზემძიმე წონით კატეგორიაში ოქროს მედალს დაეუფლა.
თემურ სამხარაძე მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. აღსანიშნავია, რომ ის არის პირველი სპორტსმენი, რომელმაც ახალგაზრდულ ასაკში უფროსებს შორის დამყარებული რეკორდის გაუმჯობესება შეძლო.
დელეგაცია ტურნირზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით იმყოფებოდა.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აქვეყნებს
GIPHY App Key not set. Please check settings