in

თელავის “ბურჯმა” “საიბერი” დაამარცხა

როგორც მოსალოდნელი იყო, გუნდმა “საიბერმა” (Cyber) წინააღმდეგობა ვერ გაუწია თელავის “ბურჯს” და “ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში თითქმის ყველაფერი ნათელი გახდა: გორის “ივერიონმა” მეორე წრეში 31 ქულაზე მეტით არ უნდა წააგოს თელავის “ბურჯთან” და საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში სოხუმის “კოლხა მარგვეთთან” ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს. საბა ნერგაძის მეოხებით, მოყვარული კალათბურთელებისგან შემდგარი “საიბერი” საკვალიფიკაციოში ფორმალურად გამოდის და ჯგუფის გამარჯვებული გორისა და თელავის გუნდებს შორის უნდა გამოვლინდეს. ხოლო ამ გუნდების პირველი შეხვედრა, რომელიც 13 დეკემბერს გაიმართა, გორელების 31-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა. 

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის ერთი საფეხურითდაბლა მყოფი “ა” ლიგის დარჩენილი 1 საგზურისთვის 4 გუნდი იბრძვის. სოხუმის “კოლხა მარგვეთი”, რომელიც ლიგაში გასულ სეზონში ასპარეზობდა და რაკი ბოლოსწინა, მე-5 ადგილი დაიკავა, დებულების თანახმად, ლიგაში ადგილის შენარჩუნება უწევს. ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილი სოხუმელების მოცილე ზემოთ ნახსენები 3 გუნდი – “ივერიონი”, “ბურჯი” და “საიბერია”. ამათგან საუკეთესო 2-მატჩიან სერიაში დაუპირისპირდება სოხუმის “მარგვეთს” და გამარჯვებული “ა” ლიგის 2022-2023 წლების სეზონში იასპარეზებს. აქვე შეგახსენებთ “ა” ლიგაში მყოფი 5 გუნდის ვინაობას: “დინამო”, “ასტრალი”, “ორბი”, გთუნი და აწსუ (ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი). 

დავუბრუნდეთ საკვალიფიკაციო ტურნირის დღევანდელ მატჩს. თელაველებმა “საიბერს” 110:53 (სტატისტიკა) მოუგეს. თავიდან სასტარტო მოთამაშეებით დაიწყეს, მაგრამ ძალთა თანაფარდობაში აშკარა სხვაობა რომ გამოჩნდა, თელაველთა მწვრთნელმა მოედანზე ახალგაზრდა სათადარიგოები შეუშვა. საინტერესო იყო ბურჯის ლეგიონერის სამმაგი დუბლი, რომელიც კელვინ ჩიკმა ქულა-პასებთან ერთად ჩაჭრებით მოაგროვა. მის ანგარიშზე 11 ქულა, 10 პასი და 13 ჩაჭრა დაგროვდა. ოთხმაგ დუბლამდე მას 2 მოხსნა დააკლდა, რომელსაც აუცილებლად მიითვლიდა, მწვრთნელს რომ 29 წუთზე მეტი სათამაშო დრო მიეცა. სამმაგი დუბლი მიითვალა ზაკარი ჰადსონმაც – 15 ქულა, 12 ქულა, 10 პასი. თელაველთა ბომბარდირი კი გიორგი კვაჭანტირაძე გახდა 21 ქულით. “საიბერის” შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გუნდის მწვრთნელმა, მენეჯერმა, მოთამაშემ და მენტორმა, საბა ნერგაძემ დააფიქსირა – 31 ქულა. 9-9 ქულა ჯონდო სომამ და ლუკა ცირეკიძემ მიითვალეს, საბა ოტიაშვილის ანგარიშზე 12 მოხსნა და 4 ქულა დაგროვდა.

საკვალიფიკაციო ტურნირის მორიგი მატჩი 16 დეკემბერს, “საიბერსა” და გორის “ივერიონს” შორის გაიმართება.

GBF

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დიდიე დეშამი: ფინალში გასვლა ყოველთვის ურთულესია

დიდიე დეშამი: 4 წლისწინანდელი არგენტინა სრულიად განსხვაებული გუნდი იყო