ნიკა ამაშუკელის შემდეგ, ქართული რაგბის სამსაჯო კორპუსში კიდევ ერთი წარმატებაა.
შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი მსოფლიო რაგბიმ 20-წლამდელთა 6 ერის შეხვედრებზე სამსაჯოდ მიიწვია.
10 მარტს, მეოთხე ტურში უელსი საფრანგეთს უმასპინძლებს და მოედნის მსაჯი შოთა თევზაძე იქნება, საბა აბულაშვილი კი კიდიდან დაეხმარება. მეხუთე ტურში, 20 მარტს, ირლანდია შოტლანდიას ეთამაშება, თევზაძე და აბულაშვილი კი გვერდითი მსაჯები იქნებიან.
შეგახსენებთ, საქართველოს 2021 წლის საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი 6 ერზე ირლანდია-იტალიის შეხვედრას მთავარი არბიტრის რანგში მოემსახურება. საფრანგეთი იტალიაზე კი, კიდის მსაჯი იქნება.
GIPHY App Key not set. Please check settings